გოგა ხაინდრავა: ქართველი ხალხი გამოვა და თავის გადამწყვეტ სიტყვას მთელს მსოფლიოს ეტყვის, რომ ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი, ტრადიციული, ძალიან ძველი ქვეყანა

რისი თავი აქვთ?! გვარამიას მოწყობილი არეულობა საქართველოში წარმოგიდგენიათ? ან ანა წითლიძის? ან ანა დოლიძის?, – განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ჩართვისას კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.

„რაიმე რომ მოახდინონ, ამისთვის უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც ამის თავი აქვს და უნარი. 100 ათასი კაცი რომ იდგეს ქუჩაში და თავი არ ჰყავდეს, ვისაც ესმის, რა უნდა, როგორ უნდა, რას აპირებს და რა გზით, ის 100 ათასი კაცი გინდა მდგარა, გინდა – არა! ჩვენ კონკრეტული ციფრი ვიცით, რა რაოდენობის ადამიანების გამომყვანი არიან ისინი ქუჩაში. არაფრის თავი არ აქვთ. რა ფულიც არ უნდა მისცენ! რაც მთავარია, მათ პატრონებს აღარ აქვთ რაიმეს თავი“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველოში ყველაფერი წყნარად და მშვიდად იქნება.

„ქართველი ხალხი გამოვა და თავის გადამწყვეტ სიტყვას მთელ მსოფლიოს ეტყვის, რომ ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი, ტრადიციული, ძალიან ძველი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხალხი ვართ ამ დედამიწაზე შემორჩენილი. ჩვენი ფასიც ვიცით, ჩვენი წარსულის ფასიც ვიცით და მომავლისაც“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

ასევე იხილეთ