ირაკლი კობახიძე: ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკო-ს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი

„ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკო-ს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია უნდა შეეგუოს და აღიაროს ცესკო-ს შედეგები.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეეგუოს და აღიაროს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები და არ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2021, 2022, 2018 წელს და ა.შ. მოვუწოდებ ყველა პარტიას, აღიაროს ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდება ცესკო-ს მიერ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ცესკო-ს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც გაჰყვება ცესკო-ს. ჩვენ ვაღიარებთ ხალხის ნებას, რომლის მიხედვითაც,  „ქართულ ოცნებას“ ექნება 60 პროცენტი. ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკო-ს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ასევე იხილეთ