კახა კალაძე: რადიკალური ძალები განწირულნი არიან მარცხისთვის და ეცდებიან სპეკულაციებით გაიტანონ თავი დღის ბოლომდე

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, უბნები აურიონ. ყველა მოქალაქე საკუთარ არჩევანს მშვიდ ვითარებაში გააკეთებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

კახა კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ ძალებს შანსები არ აქვთ, შესაბამისად, ისინი სპეკულაციებს მიმართავენ და ეცდებიან, საარჩევნო უბნებზე დაძაბულობა შექმნან.

„მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უბნებზე გამოგონილი თემებით სიტუაცია დაძაბონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი დამკვირვებელი არის და არავის მივცემთ შესაძლებლობას მოხდეს უბნების არევა. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობაა, მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

რაც შეეხება ამ რადიკალურ ძალებს, ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის. იციან, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ და ამ პატარა წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, შექმნან რაღაც სურათი. მაგალითად, წინა დღეებში პირადობის მოწმობებზე ჰქონდათ რაღაც აქცენტი გაკეთებული და გამოიკეთა, რომ ეს არის ტყუილი და სპეკულაცია. ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან გაიტანონ თავი დღის ბოლომდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ