რატი ბრეგაძე: დადგება დღე, როდესაც აფხაზეთის სანაპიროზე ღიმილით მოსეირნე ჩვენს მომავალ თაობას არ ემახსოვრება, თუ როგორი სევდით, ნატვრითა და მომავლის იმედით გავცქეროდით აფხაზეთს. ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით

„ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი“, – წერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

„წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს. დადგება დღე, როდესაც აფხაზეთის სანაპიროზე ღიმილით მოსეირნე ჩვენს მომავალ თაობას არ ემახსოვრება, თუ როგორი სევდით, ნატვრითა და მომავლის იმედით გავცქეროდით აფხაზეთს. ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით. ჩვენ ეს შეგვიძლია! გაუმარჯოს საქართველოს“, – წერს მინისტრი.

ასევე იხილეთ