leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ჯოჯოხეთიდან გამოპარული მამაო მამუკი და დედაო ანა გელათს ეწვივნენ!

მამაო მამუკის არ უთქვამს, აღარ გამოგასახლებთ, აღარ გაგატყავებთ, აღარ გაგაკოტრებთ, აღარ წაგართმევთ და… სკამის ფეხითაც აღარ გამოგეკიდებითო, მაგრამ ეს იგულისხმებოდა. აბა, მამაო, რომელიც ცხოვრებისეულ სიყვარულსა და გაგებაზე გველაპარაკება, იმას იკადრებს, რაც ადრე იკადრა? არა, როგორ გეკადრებათ!– ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჯოჯოხეთიდან გამოპარული მამაო მამუკი და დედაო ანა გელათს ეწვივნენ!

მამულზე ფიქრი კუდუსუნის ძვალთან რომ მოგაწვება და უსაშველო დარდი მოსვენებას არ მოგცემს, გელათს კი არა, ჯოჯოხეთსაც ეწვევი.

პრინციპში, მამაო მამუკი უკვე ნამყოფია ჯოჯოხეთში, რაც მაგან სააკაშვილის ზეობის ხანაში დაატრიალა, ბევრისთვის ჯოჯოხეთზე უარესი იყო. აღარაფერს ვამბობ დედაო ანაზე, რომლის მამიკოც თვით სააკაშვილმა ჩააგდო “კუპრის ქვაბში” და რომ არა “მართმადიანი” რუსეთი, ახლაც იმ ქვაბში ითუხთუხებდა. არადა, დედაო ანა ისევ იმათ მიუცუცქდა, ვინც მამამისი გაიმეტა საკუპრედ. არა, კი იყო ღირსი, ქუთაისის ავტოქარხანა ჯართში ჩააბარა, მაგრამ კუპრი, კაცო, კუპრი და დოზანა?!

ჰოდა, მამაო მამუკი (ნახეთ, რა კარგად ჟღერს “მამა მამუკი”) და დედაო ანა გელათს რომ ეწვივნენ, დაათვალიერეს, თავები გადააქნიეს, ნწუ, ნწუ, ნწუ-ო, თქვეს და გულშეღონებულნი უკან დაბრუნდნენ, კლიპი გაამზადებინეს და ზედ სიმღერა დაადეს ტექსტით: მოდით, ერთად ვიცხოვროთ სიყვარულით და რწმენითო, გაგებითო.

მამაო მამუკის არ უთქვამს, აღარ გამოგასახლებთ, აღარ გაგატყავებთ, აღარ გაგაკოტრებთ, აღარ წაგართმევთ და… სკამის ფეხითაც აღარ გამოგეკიდებითო, მაგრამ ეს იგულისხმებოდა. აბა, მამაო, რომელიც ცხოვრებისეულ სიყვარულსა და გაგებაზე გველაპარაკება, იმას იკადრებს, რაც ადრე იკადრა?

არა, როგორ გეკადრებათ!

მამაო მამუკი ჩვენ არ გვერჩის, ის მარტო ბიძინა ივანიშვილს ერჩის, რადგან სახელმწიფოს ხარჯზე ანაკლიის პორტი არ ააშენებინა და არ აჩუქა.

მერე და… რატომ არ აჩუქა, რა, არ დაიმსახურა?!

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და “ნევრები” აღარ მოგიშალოთ, რაკი ეს “წმინდანები” გელათს ეწვივნენ, თავები გადააქნიეს და ნწუ, ნწუ, ნწუ-ო, თქვეს, აწი აღარაფერზე ვდარდობ, ივერია აუცილებლად გაბრწყინდება!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ