ანდრას ლასზლო: საარჩევნო პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებს

უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრას აურელ ლასზლო, რომელიც საქართველოში დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც ანდრას აურელ ლასზლო წერს, საარჩევნო პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებს. იგი ასევე, დადებითად აფასებს ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემას.

„არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის. ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო პერსონალი ამბობენ, რომ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია. საიდენტიფიკაციო მონაცემების მკაცრი შემოწმება მიმდინარეობს და ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა. ოფიციალური დათვლა გულისხმობს თითოეული ბიულეტენის ხელით დათვლასაც. ეს ხელს შეუწყობს სწრაფ შედეგებს ამომრჩეველთა უბნების დახურვისას და აღმოფხვრის გაურკვევლობას. პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებს. მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რაც ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის საფუძველი იქნება“, – წერს ანდრას აურელ ლასზლო.

ასევე იხილეთ