რატი ბრეგაძე: ხმა მივეცი დამშვიდებულ, ერთიან და სამართლიან საქართველოს, რომელიც მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი

„დღეს მონაწილეობა მივიღე არჩევნებში და ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, დამშვიდებულ, ერთიან და სამართლიან საქართველოს, რომელიც მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

„ახალი საარჩევნო სისტემა, როგორ ყველასთვის ცნობილია, გამორიცხავს გაყალბების თუნდაც მცირედ რისკს. ის ამავდროულად არის მორგებული ამომრჩევლის ინტერესებზე და საარჩევნო პროცესიც მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. ამავდროულად ამომრჩეველსაც ექნება იმის საშუალება, რომ ძალიან მოკლე დროში გაიგოს არჩევნების შედეგები.

როგორც ვიცით აქტივობა ძალიან მაღალია, ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება და აღწევს უფრო მაღალ ნიშნულს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე იხილეთ