leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: GENZ-ი ახლა იღვიძებსო! – რატომ ჰგონიათ, რომ GENZ-ი ხმას მათ აძლევს?!

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პანიკაშია და რაღაც ხავსს ებღაუჭება, რომელიც აღარ არსებობს.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული 30-კაციანი ჯგუფები დადიან და საარჩევნო უბნებზე პროვოკაციებს აწყობენ, რაც მიზნად ისახავს, მუხტის აწევას მათ ამომრჩეველში, რაც არ გამოსდით.

„GENZ-ი ახლა იღვიძებსო! – ფეისბუქში წერენ. „ჯენზი“, რომ ახლა, 3 საათზე გაიღვიძებს, ახალგაღვიძებული “ჯენზი” რა არის, მაგრამ, მერე მეორეც, “ჯენზი” რომ იღვიძებს, ვის აძლევს ხმას? რატომ ჰგონიათ, რომ „ჯენზი“ მათ აძლევს ხმას? “ჩელენჯი” წამოიწყეს „ჯენზი“ თაობის წარმომადგენლებმა, – ხმას ვაძლევ ღირსებას! ხმას ვაძლევ ჩემს სამშობლოს და ვაფერადებ 41-ო! – გადაჭრელებულია სოციალური ქსელები. მათ რატომ ჰქონიათ, რომ ახლა გაღვიძებული “ჯენზი” ხმას მათ აძლევს? იმდენად პანიკაში არიან, რაღაც ხავსს ებღაუჭებიან და ის ხავსიც არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ