მამუკა მდინარაძე: ძალიან დამაიმედებელი მონაცემები მოდის რეგიონებიდანაც და ქალაქებიდანაც, „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოსთვის

შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დამაიმედებელი მონაცემები მოდის რეგიონებიდანაც და ქალაქებიდანაც, მათ შორის, განსაკუთრებით თბილისიდანქართული ოცნებისთვისდა საქართველოსთვის და სხვებს ვერ გეტყვით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რამდენიმე დეტალთან დაკავშირებით მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო განსაკუთრებით, არ შეიძლება არ აღვნიშნო, მე მგონი აქ არ არის საერთოდ, თვალით ვეძებ და ვერ ვხედავ, „ტვ პირველს“, „მთავარიდაფორმულაცკი ისე არ იქცევა, როგორცტვ პირველიდღეს. ეტყობა რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ, მათ თავისი როლი აქვთ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი?

და რა ხდება. ჯერ პირველ რიგში რა ხდება აქედან დავიწყოთ. მაგალითად, ბოლო საათ ნახევრის განმავლობაში ისანში გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტიც, მინიმუმ 30კაციანი ჯგუფი, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს განურჩევლად იმისა, ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაც არისტვ პირველი“. ეს არის დამთხვევა, მაქსიმუმ რამდენი ჯგუფი ეყოლება ახლატვ პირველს“, ჟურნალისტები ყველაზე კარგად მიხვდებით, მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არისტვ პირველიგადაადგილდება 30-ზე მეტ ადამიანიანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, ამომრჩევლებს, აქტივისტებს და ასე შემდეგ.

ახლა რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მე მოგასმენინებთტვ პირველისწამყვანების ერთ ფრაზას და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელეზონდერების ჩართულობით. „ქართულ ოცნებას უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად“ – აი, ეს არის ყველაფერი. ამით ყველაფერია ნათქვამი. ძნელი წარმოსადგენია -„ტვ პირველიამბობს, ანუ, ნაცმოძრაობა ამბობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად და რატომ? მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მერე ხანდახან პასუხსაც იღებენ, მაგრამ თურმე ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა იმიტომ, რომ სადაც იქნებატვ პირველიიქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი და ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე. მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს.

 

მინდა გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული იქნა პარტიულადსუს, უსაფრთხოების სამსახურები გამორიცხოთ აბსოლუტურად შეგიძლიათ. ნაცმოძრაობის ჯგუფებში ჩაყრილი ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, სიტყვასიტყვით ნაცმოძრაობის შიდა ჩათი: „მეგობრებო, უსაქმურები და ბირჟავიკები, ცეცხლის ზარი დავცეთ ჩვენს დანახვაზე, არ დაუთმოთ არაფერი კანონსაწინააღმდეგო რასაც ნახავთ, 100 მეტრი დისტანცია არი დადგენილი კანონით და შეგიძლიათ ეს მოიშველიოთ, თქვენი აკრედიტაციები ბევრის უფლებას გაძლევთ. აკონტროლეთ ყველაფერი“, ანუ ძალადობის პირდაპირი მითითება, თან მათ ცემატყეპას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რომ 100 მეტრის შიგნით დგახარ და უნდა გცემოო უნდა უთხრან ალბათ, ყველას აქვს რაღაც ბეიჯი თითქმის, ზონდერებს, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით გადაადგილდებიან. ასევე სქრინებინაცმოძრაობისშიდა ჩათიდან, სადაც უნდა მოხდეს ან მოხდა [პროვოკაცია].

ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებითნაცმოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან იწერებიან ყოველწუთიერად რაღაცებს, ამიტომ, ახლა დავალებების გაშიფვრას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთეს ერთი; მეორე, ამ პანიკასაც თავი დაანებეთ და ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი აქვს არავის. ამ ქვეყანაში, ასეთი მდაბიო ფეიკებით და 30-კაციანი ზონდერჯგუფებით ვერავინ შეცვლის ამ ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას.

ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ პროვოკაციებს, იმით ნუ სარგებლობენ, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლებაარავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ, ამავე დროს, ნუ სარგებლობთ მათი მოთმინებით და ასევე, ამომრჩევლის მოთმინებით. როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩეველი ამ ჩვენს კეთილ, გულწრფელ მოწოდებას დაექვემდებარა და სანამ დედის გინებაზე და ცემატყეპაზე არ გადადიან, პასუხს არ აძლევენ, წარმოიდგინეთ, ამ უბინძურეს პროვოკაციას. ამიტომ, ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენს ივლის, მეტის რესურსი არ აქვთ, ანუ არ გვიფიქსირდება ისეთი მომენტები, რომ მთელ ქალაქში დადიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ერთი ჯგუფი დადის, ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში 163- სკოლასთან, წინა ბრიფინგზეც ვთქვი, შემდეგ წავიდნენ ისანში წმ. ბარბარეს ეკლესიასთან, ახლა წინასწარ გეუბნებით, ჩადიან დირსის დასახლებაშიახლა გზიდან მიტრიალდებიან, თუ ვინმე დაურეკავს, მდინარაძემ ბრიფინგი გააკეთაო და ასე მოძრაობენ, დაბოდიალობენ წინ და უკან. ყველა ამომრჩეველზე პასუხს ვერ ვაგებთ, სხვათა შორის, ესეც შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ