მარკ გარინი: ადამიანებს მარტივად შეუძლიათ იდენტიფიკაციის გავლა, ყველაფერი დაცულია

საერთაშორისო დამკვირვებელმა, მარკ ფრანსის ლუის გარინმა, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს საარჩევნო პროცესს აკვირდება, განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს, ადამიანებს მარტივად შეუძლიათ იდენტიფიკაციის გავლა, ყველაფერი დაცულია.

„დღეს უკვე მეხუთე უბანზე ვიმყოფებით დამკვირვებლად. ჩემი აზრით, ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ ყველაფერი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. ადამიანებს მარტივად შეუძლიათ იდენტიფიკაციის გავლა, ყველაფერი დაცულია. ძალიან კარგია, რომ მწვანე ფორმით კომისიის წევრების იდენტიფიცირება ძალიან მარტივია, ამიტომ ადამიანებმა იციან, ვის მიმართონ, როდესაც უბანზე შემოდიან. პროცესი წყნარად მიმდინარეობს“, – განაცხადა მარკ ფრანსის ლუის გარინმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები ტარდება, ქვეყნის მოსალხეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

ასევე იხილეთ