გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში „ლელოს“ წევრმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა

მარნეულში კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი უბნიდან გააძევა. ამ თემაზე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციამ საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ბიულეტენები ყუთში ჩაყარა, „ლელოს“ წევრია.

ასევე იხილეთ