leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბიძინა ივანიშვილი ეგზიტპოლების შედეგებზე: გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელში გავაკეთებთ ძალიან ბევრს და საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას

„იშვიათია ასეთი რამე მთელ მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია 12 წელი, ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ შედეგებს”, – ასეთია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ საქართველო უახლოეს 4 წელში გახდება ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

„ვარწმუნებ ჩვენს ამომრჩეველს, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არც ერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება. სწორედ ამ შეგნებით, სწორედ იმ გაგებით, რომ ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა. გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე იხილეთ