„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ ამომრჩეველს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი“, – მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
„გილოცავთ, გილოცავთ, მეგობრებო, ძალიან მიხარია და პირველ რიგში, მინდა თითოეულ ამომრჩეველს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. დღეს საქართველომ მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, გვჭირდება განვითარება, გვჭირდება წინსვლა და ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. საქართველო არასდროს დაბრუნდება იმ დროში, როდესაც ხალხს აწამებდნენ, ოჯახებს აუბედურებდნენ.
ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ გვინდა წინსვლა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.
როგორც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩვენ ყველა ვიქნებით თქვენს სამსახურში, ქართველი ხალხის სამსახურში და კიდევ ძალიან მაგარ საქმეებს გავაკეთებთ, მაგარ პროექტებს განვახორციელებთ და საქართველოს აუცილებლად შევიყვანთ იმ მიმართულებით, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, ოღონდ ღირსეულად, თავაწეულები და ღირსებით სავსე. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.