leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: თითოეულმა პატრიოტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ამ ქვეყნის სასარგებლოდ დააფიქსირა

„საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა. ჩვენი ქვეყნის თითოეულმა პატრიოტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ამ ქვეყნის სასარგებლოდ”, – განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

„ძალიან დიდი გარე თუ შიდა წნეხის მიუხედავად, ქართველებმა, ამ ქვეყნის ამომრჩევლებმა თქვეს, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება, ის დრამატული წინსვლა, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, უნდა დაასრულოს ერთხელ და სამუდამოდ სიძულვილი. საქართველო უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს თითოეული ამომრჩევლის მოტივაცია. მინდა, ყველას უზომოდ დიდი მადლობა ვუთხრა. ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ