ოთარ გრიგოლია: დღეს ჩვენ ყველას ვანახეთ, რომ რეალურად ქართველი ხალხი მხარს უჭერს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს ღირსებით ევროინტეგრაციას

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ არჩევნების წინასწარი შედეგები შეაჯამა.

„ეს იყო ძალიან უსამართლო ბრძოლა. ეს იყო საერთაშორისო რეზოლუციები – ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, მათ შორის ევროსაბჭოს კონგრესის; ეს იყო ძალიან უსამართლო ბრძოლა, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანი რესურსი, რაც კი გააჩნდათ ამ ორგანიზაციებს და იმ ადამიანებს, ვისაც სულ უნდოდათ საქართველოს საქმეებში ჩარეულიყვნენ, როგორც პოლიტიკური აქტორები. დღეს ჩვენ ყველას ვანახეთ, რომ რეალურად ქართველი ხალხი მხარს უჭერს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს ღირსებით ევროინტეგრაციას და არა იმ პირობებით, რომლებსაც ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში გვახვევდნენ თავს“, – განაცხადა გრიგოლიამ.

გრიგოლია ასევე დარწმუნებულია, რომ დასავლელი პარტნიორების რიტორიკა მმართველ პარტიასთან მიმართებაში შეიცვლება, ურთიერთობები დათბება  და ის „შანტაჟი, რაც ქართველი ხალხის მიმართ იყო – ვიზალიბერალიზაციაზე, ევროინტეგრაციაზე და ა.შ. აუცილებლად შეწყდება“.

ასევე იხილეთ