მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ

„პოლიტიკური პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას ცესკოს შედეგების არ აღიარებაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ კომპლექსური სქემა. მე მინდა ვაღიარო, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მსახურება და დემოკრატია. ამ სქემის მიხედვით იგებს ეროვნული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ