კახა კახიშვილი: როდიდან ენდობა Edison Research-ის კვლევას ქალბატონი სალომე?!

პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გილოცავთ, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირჩია მშვიდობა და განვითარება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.

რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც Edison Research-ის კვლევის შედეგები გააზიარა და ამით ნდობა გამოუცხადა აღნიშნული ორგანიზაციის გამოცხადებულ ეგზიტპოლებს, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებით უნდა დასრულებულიყო.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, Edison Research-ის კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა წააგო როგორც პირველი, ისე მეორე ტური. კერძოდ:

პირველი ტური:

სალომე ზურაბიშვილი (15 %);
გრიგოლ ვაშაძე (22%) ;
დავით ბაქრაძე (18%);
ზურაბ ჯაფარიძე (2%);
შალვა ნათელაშვილი (8%);
სხვა (7%);
არ არის პასუხი (25%).

მეორე ტური:

სალომე ზურაბიშვილი (44%);
გრიგოლ ვაშაძე (56%).

ისმის კითხვა – როდიდან ენდობა Edison Research-ის კვლევას ქალბატონი სალომე?!” – წერს კახა კახიშვილი.

ასევე იხილეთ