leaderboard_below_slide
left_sabechdi

შონ ო’მალიმ სუპერმსუბუქი წონის ქამარი დაიცვა და ილია თოფურიასთან ბრძოლა ისურვა

მაიამიში გამართულ UFC-ის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ო’მალიმ მარლონ ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

29 წლის ამერიკელისთვის ეს დივიზიონში ქამრის პირველი დაცვა იყო, მან ჩემპიონის ტიტული გასული წლის აგვისტოში ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მეხუთე ნომერთან, მარლონ ვერასთან ო’მალის უპირატესობა აშკარა იყო, მან მეტოქეს ხუთივე რაუნდში აჯობა და წარმატების შანსი საერთოდ არ დაუტოვა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ჩემპიონმა განაცხადა, რომ ესპანეთში ჩასვლა, ილია თოფურიას დამარცხება და UFC-ის მეორე წონის, ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის მოპოვებაც სურს. მან მერაბ დვალიშვილიც ახსენა და თქვა, რომ მისი დანოკაუტება არ გაუჭირდება.

შონ ო’მალის კომენტარს UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი გამოეხმაურა. როგორც ჩანს, უაითს მებრძოლების მოძრაობა სხვადასხვა დივიზიონში არ მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, UFC 298-ზე ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა, ხოლო მერაბ დვალიშილმა სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდოს მოუგო. ამ ღონისძიების დასრულების შემდეგ დანა უათმა აღნიშნა, რომ მერაბის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება.

ასევე იხილეთ