შოთა არველაძემ „კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ქართველმა სპეციალისტმა გადადგომის შესახებ განცხადება „ტრაბზონს პორთან“ მარცხის შემდეგ გააკეთა.
არველაძის ხელმძღვანელობით თურქეთის ჩემპიონატში გუნდმა 3 მატჩი მოიგო, სამჯერ ფრე ითამაშა და 8-ჯერ წააგო. თურქეთის თასზე, კი „კარაგუმრუკი“ ნახევარ ფინალში გავიდა.