“შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ წარიმართა. მაგალითისთვის, საარჩევნო უბნებზე პროცესი იწერებოდა კამერებზე და მას შემდეგ, რაც ადამიანები ხმას მისცემდნენ, ისინი ელექტრონული მანქანების მიერ სკანერდებოდა”, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა პატრიკ იგნაზცაკმა.
“საერთო ჯამში, ჩვენი დაკვირვებით პროცესი ძალიან გამჭვირვალე და ღია იყო. იმის მიხედვით, რაც გუშინ ვიხილეთ შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართა”, – აღნიშნა იგნაზცაკმა.