leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: ეს იყო ევროპული დონის არჩევნები. ევროპელობა ჩვენს ქმედებაში და პასუხისმგებლობაში გამოიხატება და არა – ოპოზიციასავით ყალბ სიტყვებში

“გუშინდელმა არჩევნებმა გააოგნა საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ დონის ორგანიზებული არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავის უნახავს. იმდენად კანონის დაცვით ჩატარდა ყველაფერი, რომ ამ ყბადაღებულ ოპოზიციას სათქმელი არაფერი დაუტოვეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, არჩევნების პროცესში ყველას ჰქონდა განცდა, რომ საქართველო ნამდვილად ევროპული სახელმწიფოა.

“ეს იყო ევროპული დონის არჩევნები. ევროპელობა ჩვენს ქმედებაში და პასუხისმგებლობაში გამოიხატება და არა – ოპოზიციასავით ყალბ სიტყვებში. მათთვის ევროპა მხოლოდ ლგბტ პროპაგანდა და ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვაა. ჩვენთვის კი – ღირებულებები და ფასეულობები. გუშინ ყველას გვქონდა განცდა, რომ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და მადლობა ამისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხელისუფლებას და ყველა პირს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მხრიდან ასეთი წესრიგის დაცვა და ამ დონეზე კულტურული არჩევნების ჩატარება”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე იხილეთ