“ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩეული ხელისუფლება გაუმკლავდება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გააგრძელებს ევროინტეგრაციას, ამით საერთაშორისოდაც აღიარებულია “ქართული ოცნების” შთამბეჭდავი გამარჯვება”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, პოლარიზაციის პრობლემატურობა, რომელიც უცხოელებმა აქ დააფიქსირეს, საქართველოზე მეტად უფრო მწვავეა აშშ-ში და რიგ ევროპულ ქვეყნებში. მანვე აღნიშნა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგე “შულავერის კომიტეტჩიკებს” შეუძლიათ გააგრძელონ “დაუმორჩილებლობის” ბალაგანის დაგეგმარება გინდ ფსევდოპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გინდ თავიანთი “პარწიუკების” ოფისებში.
“ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩეული ხელისუფლება გაუმკლავდება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გააგრძელებს ევროინტეგრაციას, ამით საერთაშორისოდაც აღიარებულია “ქართული ოცნების” შთამბეჭდავი გამარჯვება. ეუთო/ოდირის შეფასებაში აღიარებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო თავისუფალი და კენჭისყრის დღეც ცესკოს მიერ კარგად ადმინისტრირებული. ჩემგან ვიტყვი, რომ პოლარიზაციის პრობლემატურობა, რომელიც უცხოელებმა აქ დააფიქსირეს, საქართველოზე მეტად უფრო მწვავეა აშშ-ში და რიგ ევროპულ ქვეყნებში.
ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგე “შულავერის კომიტეტჩიკებს” შეუძლიათ გააგრძელონ “დაუმორჩილებლობის” ბალაგანის დაგეგმარება გინდ ფსევდოპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გინდ თავიანთი “პარწიუკების” ოფისებში”, – წერს გია აბაშიძე.