შალვა პაპუაშვილი: მინდა გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის პირველად შედეგებს ანგარიშთან დაკავშირებით და მადლობა გადავუხადო მათ
“მინდა გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის პირველად შედეგებს ანგარიშთან დაკავშირებით. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ მანამდე ვიხილეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ასახავდა წინასაარჩევნო პერიოდს და აღწერილი იყო წინასაარჩევნო პერიოდი, როგორც მშვიდი და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა თანაბარ გარემოში ეწარმოებინა კამპანია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
“დღეს უკვე საუბარი იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით საარჩევნო დღესთან დაკავშირებით და ვნახეთ ეუთო/ ოდირის მხრიდან შეფასების მთავარი დასკვნა, რომელიც შეეხება თავად არჩევნებს. აქედან გამომდინარე კითხვის ნიშნები აღარ არის, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმაცია.
დღეს ასევე თითქმის დასრულდა არჩევნების შედეგების დათვლა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ვგულისხმობ საარჩევნო სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად საუბრობს რეფერენდუმზე. ეს რეფერენდუმი შედგა და ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა იმით, რომ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდ განვითარებას ევროპის მიმართულებით.
ახლა მიდის პროცედურები თავად საარჩევნო კომისიაში. დასრულდება დათვლა, ასევე სხვა პროცესები საჩივრებთან დაკავშირებით. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცესკოს შემაჯამებელი ოქმი და შემდგომ კონსტიტუციით დადგენილია 10 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.