leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის პირველად შედეგზე: ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პირველად შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით „პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული“.

ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. მათ ვინც, ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და აკვირდებოდა არჩევნებს. მისივე თქმით, არჩევნები შედგა, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება.

“არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან დაის განცხადებები, რაც გაკეთდა არის აბსოლუტურად ლოგიკური. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების და პროცესების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ- გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარების. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მათი ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ღიაობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში ვინც აკვირდებოდა არჩევნებს. არჩევნები არის შემდგარი. უახლოეს მომავალში უკვე შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც არის რა თქმა უნდა მთავარი ინტერესი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ