leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: დღეს ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია, სერიოზულ დარღვევებზე ერთ სიტყვას ვერ ამბობს, ამიტომ ყველას მადლობა, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული

“დღეს ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია, მიუხედავად ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესი ტენდენციურობისა, ერთს სიტყვას კი რეალობასთან შემხებლობაში სერიოზულ დარღვევასთან მიმართებით ვერ ამბობს. ამიტომ ყველას მადლობა, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

“ვულოცავ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს სახელოვნად გამარჯვებას. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც ასეთი მასშტაბური ბულინგის მიუხედავად მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ უზრუნველყო, რომ კანონით დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეესრულებინათ და უზრუნველყოფილი ყოფილიყო ისეთი გარემო, რომლებზეც დიდი პასუხისმგებლობა იყო დაკისრებული, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და არჩევნების გამართულად ჩატარების”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

3 100 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.086 %-ს შეადგენს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ჯამში 37.58% აქვს

ასევე იხილეთ