მამუკა მდინარაძე: წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, “ქართულმა ოცნებამ” თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, მაშინ როდესაც რადიკალურ-აგენტურულმა პარტიებმა 60 ათასით ნაკლები ხმა მიიღეს
“რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა”, – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
იგი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთან განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რადიკალების მოსაზრებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 300 ათასი ხმით გააყალბა. მდინარაძემ დაასახელა ციფრები, წინა არჩევნებთან შედარებით, თუ რამდენად მეტი ხმა მიიღო 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“.
“წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 190 ათასი ადამიანით მეტმა დაგვიჭირა მხარი. წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 294 თასით მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, მაშინ როდესაც იმ რადიკალურ აგენტურულ პარტიებს, რომელთაც რაღაცაზე ჰქონდათ ამბიცია, 60 ათასით ნაკლებმა დაუჭირა. სწორედ ამას ვერ ეგუებიან და დგანან ახლა და სოციალურ ქსელებში ლანძღავენ ამომრჩეველს, სხვა რომ არაფერი დარჩათ”, – აღნიშნა მდინარაძემ.