leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძე: 21-ისთვის მზად ვიქნები

გერმანიის II ბუნდესლიგის 24-ე ტურში კარლსრუე ჰოლშტეინ კილს ესტუმრა, მაგრამ ამ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძემ მონაწილეობა ვერ მიიღო.

ქართველი გუნდის განაცხადში საერთოდ არ იყო. თუმცა, საგანგაშო არაფერია, რადგან 29 წლის ფორვარდს ტრავმა არ აწუხებს. უბრალოდ, კარლსრუეში ვირუსია გავრცელებული და დღევანდელი მატჩი გაციების გამო ოთხმა ფეხბურთელმა გამოტოვა, მათ შორისაა ბუდუც.

როგორც ზივზივაძემ აღნიშნა, მალე გამოჯანმრთელდება და 21 მარტს, ლუქსემბურგთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ბუდუ ზივზივაძე ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ნოემბრიდან მოყოლებული ოფიციალურ მატჩებში 7 გოლი გაიტანა, ხოლო II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში თავის გამოჩენა სულ 8-ჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში 21 მარტს, ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ფინალში გავა, სადაც 26 მარტს საბერძნეთს ან ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ