leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არ შევალთო პარლამენტშიო – ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს. სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებენ

„არ შევალთო პარლამენტშიო – ნუ შემოვლენ, მათ მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს. სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებენ”, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმუშავებს სამშობლოსთვის და არ დაუშვებს, რომ აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს.

„ვურჩევ, რომ საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა „პუფები“ არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ და ვერ წაიღონ. ჩახსნან სიები, რაც უნდათ, ის გააკეთონ, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სამშობლოსთვის და არ დავუშვებთ, რომ აგენტურამ საბოტაჟი განახორციელოს ამ ქვეყნის. ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ