leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგის დეპუტატს მიხაელ როთს და კანადისა და ევროპის რამდენიმე პარლამენტარს არჩევნების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

„ნიღბები ჩამოხსნილია. ქვემოთ წერილზე ხელმომწერები საქართველოში ჩატარებული არჩევნების არა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენენ და ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, ისინი აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით“, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელ X-ში.

როთმა დღეს სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა მისი და რამდენიმე ევროპელი და კანადელი პარლამენტარის საერთო წერილი, რომელშიც ისინი მოითხოვენ პერსონალური სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში „არასამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, დააშინა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება“.

ასევე იხილეთ