ანრი ოხანაშვილი: გაიმარჯვა ომზე მშვიდობამ, ლგბტ პროპაგანდაზე ქართულმა, ოჯახურმა ღირებულებებმა და უსამშობლობაზე – პატრიოტობამ
„გაიმარჯვა ომზე მშვიდობამ, გაიმარჯვა ლგბტ პროპაგანდაზე ქართულმა, ოჯახურმა ღირებულებებმა და უსამშობლობაზე გაიმარჯვა პატრიოტობამ. ეს არის პოლიტიკური განაჩენი რადიკალებისთვის და ამით წერტილი უნდა დაესვას უმცირესობის სურვილს, რომ მისი ნება იყოს დომინანტური უმრავლესობაზე”, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მათ სურთ ქართული, ეროვნული ხელისუფლება და მათ სურთ, რომ მათი ბედი წყდებოდეს ქართველების მიერ ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და დამაჯერებელ გამარჯვებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა და გამოგვიცხადა ასეთი მაღალი ნდობა. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის. ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ქვეყნის უკეთეს მომავალს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა არჩევნები აღიარონ და მარცხს შეეგუონ.
3 110 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 53.92 %-ს შეადგენს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.786% აქვს