leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტი ახლა უკვე დასავლეთს აშანტაჟებს – ან დაუჭერენ მხარს ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, ანდა, ღმერთმა იცის, რა კომპრომატები აქვთ მათივე პატრონებზე – ვნახოთ, სადამდე მივა მათი გამბედაობა

„საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადებულმა პოზიტიურმა დასკვნებმა შოკში ჩააგდო ოპოზიცია. ეს ყველაფერი მათ დამარცხებულ სახეებზე აღიბეჭდება. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი გრძნობს, რომელიც ლიდერად ჩაუყენეს ოპოზიციას და რომელმაც მწარე მარცხი განიცადა საკუთარ ხალხთან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ახლა უკვე დასავლეთს აშანტაჟებს, რომ ან დაუჭერენ მხარს ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, ანდა ღმერთმა იცის, რა კომპრომატები აქვს რადიკალურ ოპოზიციას მათივე პატრონებზე.

„პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სხვა არაფერია, თუ არა უცხოეთზე ზეწოლა, როგორმე გააკეთებინოს მათი მხარდამჭერი განცხადებები და უარყონ არჩევნების ლეგიტიმურობა. როგორც ჩანს, ისინი პირველივე დღეს ელოდნენ დასავლეთის კრიტიკულ განცხადებებს, მაგრამ განცხადებები იგვიანებს. ან კი როგორ უნდა თქვან ამ არჩევნებზე რამე, როდესაც მათივე გამოგზავნილი დამკვირვებლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ გუშინდელი ორგანიზებული არჩევნებით.

პრეზიდენტი ახლა უკვე დასავლეთს აშანტაჟებს. ან დაუჭერენ მხარს ოპოზიციის საპროტესტო აქციებს და მიიყვანენ პროცესებს ვადამდელ არჩევნებამდე, ანდა ღმერთმა იცის, რა კომპრომატები აქვთ მათივე პატრონებზე? თუ ამ ოპოზიციისგან ერთგულებას ელის ვინმე? ვნახოთ, სადამდე მივა მათი გამბედაობა”, – წერს ჩიბურდანიძე.

ასევე იხილეთ