leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: უკვე გითხარით, ეს ქალი სიცილით დაგვხოცავს-მეთქი!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

გაიგონეთ? ეს არჩევნები არ ითვლებაო, მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და რა ვქნა, ვერ ვაღიარებო!

ამიტომო!

მოგიწოდებთ საქართველოს მოსახლეობას, ხვალ, 7 საათზე გამოხვიდეთ რუსთაველზე, რათა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორი ევროპელები ვართო. მე საქართველოს რუსეთს ვერ ჩავაბარებო, მაგას ვერ დავუშვებო.

ტაში, ამხანაგებო-ვო!

და იყო ხშირი ტაში მამუკა ხაზარაძის ტაშიკვრის ფონზე.

ხვალიდან იწყება მაგარი ცირკი სალომე ბაბოს მეთაურობით. უკვე გითხარით, ეს ქალი სიცილით დაგვხოცავს-მეთქი.

თუმცა!

სანამ სიცილით დაგვხოცავს, მთელი ქვეყნის გასაგონად ვიტყვი: ამას, სანამ თავის ძმას შეურიგდებოდა, ის ძმა (ოთარა) ფეესბეს აგენტობაში ადანაშაულებდა (არსებობს ჩანაწერი, რომელიც ამას  წინებზე ტელევიზიითაც გავიდა (თუ არ ვცდები, postv-ზე). ერთ-ერთ გადაცემაში ჰკითხეს, ყველაზე მეტად რომელი პოლიტიკოსი გიყვართო? ლავროვიო. ალბათ ეს ჩანაწერიც გაქვთ ნანახი. მანამდე კი რას წერდა ზვიად გამსახურდიაზე და როგორ ებრძოდა თავის ქმართან ერთად ეროვნულ ხელისუფლებას, ესეც კარგად იცით.

და!

ეს ქალი ლაპარაკობს რუსეთზე, ფეესბეზე, კაგებესა და ათასნაირ სიბინძურეზე!

ისე, კი ედგა გაჯგიმული ხაზარაძე გვერდით. ეს თუ ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, ხაზარაძე მერაბ კოსტავას დასდევდა სკამის გადაჭრილი ფეხით. ეგეც წამდაუწუმ ახსენებს კაგებესა და ფეესბეს, მაგაზე ცალკე დავწერ, ვინ და როდის დაავალა, კოსტავასთვის პროვოკაცია მოეწყო. ესენი სულიერი და-ძმანი არიან.

მაშ ასე, ხვალ 7 საათიდან ვნახავთ, როგორ ჩაიფეხვებიან თავიანთივე ბოღმაში მოღალატეები. ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. არ გამოვრიცხავ, ზოგიერთმა ციხეშიც ამოყოს თავი.

ეს ვადაგასული ქალი, სანამ პღეზიდანი გახდებოდა, ანუ წინასაარჩევნო დღეებში ხშირად დადიოდა მკითხავთან. მისმა ყოფილმა გარემოცვამ კარგად იცის ამის შესახებ. მოგვიანებით თავის სადაქალოში უღიარებია, რაც მკითხავმა მითხრა, ყველაფერი ამიხდაო. მკითხავს უთქვამს, პრეზიდენტობის შემდეგ დიდ გზას ვხედავ, მაგრამ ეს ის გზა არ არის, შენ რომ გინდაო. რამდენიმე დღის წინ, ალბათ, გახსოვთ, თვითონვე თქვა, თუ ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩა, შეიძლება, დამიჭირონო. გულმა უგრძნო, ან ისევ დადის მკითხავებთან.

ამისი დაჭერა ვის რა ფეხებად უნდა, მაგრამ რაღაც სასჯელი რომ უნდა დაედოს, ცხადია, დეკემბრამდე კიდე ბევრი რამის გაფუჭებას მოასწრებს!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ