leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე: წარმოიდგინეთ, თითქოს 100 ათასმა ამომრჩეველმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ მისცა ხმა სხვადასხვა უბნებში და ათასობით ადამიანმა კი ეს ვერ დაინახა, ვერ გაიგო

„საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მექანიზმი არ არსებობს”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

იგი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და უარყო, რომ არჩევნები რაიმე ფორმით გაყალბდა. მისივე თქმით, ოპოზიცია საუბრობს, თითქოს 100 ათასმა ადამიანმა სხვადასხვა ადგილას მისცა ხმა.

„წარმოიდგინეთ, თითქოს 100 ათასმა ამომრჩეველმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ მისცა ხმა სხვადასხვა უბნებში. რაც მთავარია ამას ემატება ათასობით ადამიანი, რომლებმაც ეს ვერ დაინახა, ვერ გაიგო, მარკირების შემმოწმებელი ადამიანიც, ყველა იყო „ქართული ოცნების“ – დაინახეს აქვს მარკირება, მაგრამ თვალი ამაზე დახუჭეს. ეს ერთი რეალობა და ასევე, მეორე, თურმე, რამდენიმე უბანზე მოაწყვეს პროვოკაცია. 3100-ზე მეტ უბანზე აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოში ჩაიარა ამ არჩევნებმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ