ირაკლი ზარქუა: მმართველ პარტიას მეოთხედ რომ დაუჭირო მხარი, ეს ნიშნავს, რომ გეიმედება

„მადლობა საქართველოს მოქალაქეებს ნდობისთვის. მმართველ პარტიას მეოთხედ რომ დაუჭირო მხარი, ეს ნიშნავს რომ გეიმედება”, – განაცხადა „იმედის კვირაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

„წალენჯიხელები გავერთიანდით და ვთქვით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მეოთხე წელია წალენჯიხა დაპაუზებულია და ამას ხედავს თითოეული აქ მცხოვრები. ბევრი პრობლემაა და ვის მიმართონ ეგეც არ იციან. წალენჯიხაში, 22-ვე ოლქში ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს ნდობა ჩვენთვის არის საფუძველი, რომ ის ვალდებულებები, დაპირება ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ასევე იხილეთ