ზუკა რურუა: დარწმუნებული ვიყავი ჩვენს წარმატებაში და ასეც მოხდა

„დარწმუნებული ვიყავი ჩვენს წარმატებაში და ასეც მოხდა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატმა ზუკა რურუამ.

მისივე თქმით, ყველამ დავინახეთ, რომ საზოგადოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.

„დარწმუნებული ვიყავი ჩვენს წარმატებაში და ასეც მოხდა. იმასაც აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ვიყავი არჩევნების პროცესის მონაწილე, ოღონდ გარედან და არა პოლიტიკური თანამდებობით. მართლაც უპრეცედენტო იყო და ძალიან გამჭვირვალედ, ძალიან სუფთად და ძალიან კარგად ჩატარდა ეს არჩევნები.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ამას ველოდით ყველა და ეს ორჯერ ორი ოთხია, რომ ისინი აპირებდნენ რადიკალურ ნაბიჯებს, პარლამენტში არ შესვლას, ბოიკოტის გამოცხადებას და ვითომ საზოგადოებას უქმნიან იმ განწყობას, რომ თითქოს მათი არ შესვლით რაღაც აირევა და პარლამენტი ვერ შედგება. ეს ასე არ არის“, – აღნიშნა ზუკა რურუამ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი უმრავლესობა იმისთვის, რომ პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს.

„ყველამ დავინახეთ, რომ საზოგადოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რასაც ის ატარებს. იმ მშვიდობას, იმ კეთილდღეობას, იმ განვითარებას, იმ სტაბილურობას, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. მილიონზე მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და ეს არის იმის საფუძველი, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, ქვეყანაში უმრავლესობა ითხოვს მშვიდობას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანებიც, ვინც შეცდომაში არიან შეყვანილი, კარგად გაათვითცნობიერებენ და გაიაზრებენ – არ უნდა ვიყოთ მართულები არავის მიერ და არავის დაძახებულზე არ უნდა მოხდეს შიდა პროცესების მართვა“, – განაცხადა ზუკა რურუამ.

მან ასევე შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არჩევნების შედეგების არ აღიარებასთან დაკავშირებით.

„ქალბატონ პრეზიდენტის ეს განცხადება არის ძალიან არასწორი. ჩვენი საზოგადოებაც ამას ფიქრობს. ასე არ არის, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმის თქმა, რომ არჩევნები ჩატარდა რუსულად, არჩევნები გაყალბდა“, – აღნიშნა ზუკა რურუამ.

ასევე იხილეთ