კონსტანტინე გამსახურდია: სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა არ ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს ჰგავდა უფრო ოპოზიციის ლიდერის ან პარტიის ლიდერის გამოსვლას

„სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა არ ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს ჰგავდა უფრო ოპოზიციის ლიდერის ან პარტიის ლიდერის გამოსვლას”, – ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია აფერხებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და უნდა დასრულდეს.

„სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა არ ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს ჰგავდა უფრო ოპოზიციის ლიდერის ან პარტიის ლიდერის გამოსვლას და გამოსვლა უნდა მოიცავდეს მთელს ერს, ორივე ან მეტ მხარეს. პოლარიზაცია არის ძალიან ცუდი. ეს არის ის ცივი სამოქალაქო ომის მდგომარეობა, რომელიც მოგვახვია ჩვენ მტერმა 1991 წლის 2 სექტემბრიდან მოყოლებული. მის მერე ცივი სამოქალაქო ომი, საზოგადოების ხლეჩა, გამუდმებული ბრძოლა, კონფრონტაცია სულ არის. არა ოპონირება, ოპონირება სულ არის, დემოკრატია ოპონირების გარეშე არ არსებობს, მაგრამ ეს კიდევ სხვა არის, მძიმე კონფრონტაციაა, ეს არის ის, რაც ჩვენს სახელმწიფოს აფერხებს და მძიმე კვალს ტოვებს ჩვენს საზოგადოებაზე. ეს უნდა დასრულდეს, ამის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა გამსახურდიამ.

ასევე იხილეთ