გიორგი ტყემალაძე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: 60 მანდატი არის მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ შეძლო გადაწყვეტილებების პროცესში ჩართულობა, მაგრამ ეს არ არის მათი დღის წესრიგი

„60 მანდატი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ შენ შეძლო გადაწყვეტილებების პროცესში ჩართულობა, მთავრობის კონტროლი, მაგრამ ეს არ არის მათი დღის წესრიგი. მათი დღის წესრიგი არის, ქვეყანა დააზიანონ”, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

„ქართველი ხალხი ყველაფერს სწორად აანალიზებს და იმიტომაც მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და „ქართულ ოცნებას“ ნდობა გამოუცხადა. ეს არის იმის გარანტი, რომ მინიმუმ მომავალი 4 წელი იქნება მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა. დღის წესრიგი, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ასევე იხილეთ