გიორგი ვოლსკი: 2008 წლის ომის დროს ახალგაზრდები ცხვრის ფარასავით ჩაყარეს ავტობუსებში და ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაიყვანეს იმ სიცხეში, გორის მთავარ მოედანზე დააყენეს და ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვეს

„2008 წლის ომის დროს ახალგაზრდები ცხვრის ფარასავით ჩაყარეს ავტობუსებში და ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაიყვანეს იმ სიცხეში, გორის მთავარ მოედანზე დააყენეს და ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვეს. ახლაც იმავეს გაკეთებას გეგმავენ”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს ახალგაზრდები პოლიციასთან დააპირისპიროს და სისხლის დაღვირით პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

„როცა ომი დაიწყო 2008 წელს ახალგაზრდები ცხვრის ფარასავით ჩაყარეს ავტობუსებში და ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაიყვანეს იმ სიცხეში, გორის მთავარ მოედანზე დააყენეს და ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვეს. ზუსტად იმავეს აკეთებენ ახლა. ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ წინ. მომზადებული ჰყავთ რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც მათი იდეით უნდა პროვოცირება მოახდინოს პოლიციასთან დაპირისპირების და მერე აღსრულდეს ის, რაც უკვე გავიგონეთ, რომ საქართველოში თუ სისხლი დაიღვარა, რა საკვირველია ეს იქნება საწყისი სიგნალი დასავლეთისათვის, რომ ჩვენს მიმართ ეს დაუმსახურებელი, ყოვლად გაუგებარი სანქციები დააწესოს და საერთოდ ეკონომიკური ტერორი მოგვიწყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ