ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ ეგვიპტეში ქალაქ შარმ ელ შეიხის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ფინალში ფურცელაძემ პოლონელი მარტინ პაველსკი სამ სეტში, 3:6, 6:3, 7:6 (10:8) დაამარცხა.
22 წლის ქართველი ჩოგბურთელი შეჯიბრებაზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მან ოთხი ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა. რაც შეეხება მის მეტოქეს, პაველსკი ტურნირზე მეექვსე ნომერი იყო.
ამ მომენტისთვის საბა ფურცელაძე პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა კლასიფიკაციაში 459-ე ადგილზეა. ორშაბათს ATP-ი რეიტინგს განაახლებს და, სავარაუდოდ, ის რამდენიმე ადგილით წინ წაიწევს. ეს მაჩვენებელი ქართველ ჩოგბურთელებს შორის საუკეთესოა.