leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარინე ჩიტაშვილი: ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარინე ჩიტაშვილის შეფასებით, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ამომრჩეველს მარტო არჩევნების წინ არ გამოეცხადება და მთელი 4 წლის განმავლობაში იმუშავებს მისი ხმების მოსაპოვებლად.

„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია. პოლიტიკური ოპოზიცია იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვენ გამომეცადოთ მხოლოდ არჩევნების წინ, შექმნათ კოალიციები და ა.შ. პოლიტიკური ოპოზიცია ნიშნავს ყოველ დღე , 4 წლის განმავლობაში მუშაობას საკუთარ ამომრჩეველთან, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან, რომელთაგან ვიღაც გახდება თქვენი ამომრჩეველი. აი, ასეთი პოლიტიკური კულტურა, რომ მე დავდივარ და ვმუშაობ, ჩემი დღის წესრიგი არის: საშინაო პოლიტიკის განხორციელება, უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოებაც კი, როგორ უნდა ავაწყოთ და ა.შ. მე არ მომისმენია არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან. ასეთ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც დამკვირვებლისთვის, ეს სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა ძალაუფლებისათვის, ბრძოლა ადგილებისათვის პარლამენტში. ბრძოლა იმ რესურსების გადანაწილებისათვისა და ხელში ჩასაგდებად, რომელიც ამ წუთას უკვე არსებობს გარკვეულ ინსტიტუციურ დონეებზე. საუბარი აღარ არის მოწონება-არმოწონებაზე, აქ არის სუფთად რაციონალური არჩევანის გაკეთება, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, რომელშიც უნდა იყოს პარტიული მრავალფეროვნება. ეს არის გასაკეთებელი ამ ეტაპზე“, – აცხადებს მარინე ჩიტაშვილი.

წყარო: „მაუწყებელი“.

ასევე იხილეთ