leaderboard_below_slide
left_sabechdi

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადება

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადება.

“ჩემი დღევანდელი ბრიფინგის თემა არის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ უკვე დღე-ნახევრის შემდეგაც კი ვერ თუ არ გაკეთებული განცხადება. როგორც ჩვენთვის ცნობილია და ამ ინფორმაციას, შევეცდებით დავაზუსტოთ, თუნდაც თქვენი, ჟურნალისტების მეშვეობით, და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ და ლოგიკაც ამაში მდგომარეობს, მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. უკვე დღე-ნახევარია გასული და „სამართლიანი არჩევნები“, ე.წ. ვერ ახერხებს, რომ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

შეგახსენებთ, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეცდომად აღიარა და ჩვენ მაშინ საზოგადოებას ვამცნეთ უმალვე, 2020 წელს რომ გაყალბებული იყო არა არჩევნები მაშინ, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ოღონდ ეს შეეხებოდა მხოლოდ 2 პროცენტს. შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორება მათ სცადეს შეცდომის დარქმევით, ხოლო წელს, ისინი უკვე დღე-ნახევრის განმავლობაში ვერ თუ არ აქვეყნებენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება usaid-ის მიერ. ანუ, პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ ყველანი ერთად მოვალენი ვართ, რომ გავუფრთხილდეთ იმიჯს ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის და მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც  გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

გუშინ, მათ გაავრცელეს ერთადერთი განცხადება, სადაც სხვათა შორის, ისე რომ არავის გაეგო ალბათ, იყო ასეთი სიტყვები ჩაწერილი, რაც საკმარისი არ არის:  „ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს“. კი ბატონო, დიდი მადლობა ობიექტურობისთვის. გასაგებია, რომ ვერიფიკაცია თურმე და მონაცემები რატომ არა, ვერიფიკაცია რას ნიშნავს ე.ი. შედარება შედარებას შეესაბამება, დაახლოებით ასეთი რაღაც თქვეს. ანუ, რაც შეიძლება ბუნდოვანი სიტყვები უნდა ყოფილიყო როგორც ჩანს მათ განცხადებაში, რომ ყველას ვერ გაეგო რაშია საქმე. მათ, გასაგებია რომ აღიარეს ცესკოს მონაცემები და თქვეს, რომ ერთი-ერთში დაემთხვა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, მაგრამ ასე სადღაც გაპარებული სხვათა შორის ნათქვამი კი არა, კეთილი ინებონ, გამოვიდნენ, როგორც სხვა შემთხვევაში აკეთებდნენ და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ, რამდენი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რა დაჯდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემებით, რამდენი გვარამიამ, „ნაცმოძრაობამ“ თუ ასე შემდეგ. ეს საერთოდ ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს. თეორიულადაც შეუძლებელია, მაგრამ იქნებ გვარამიამ რომ გამოგვიწერა 40 თუ 41 პროცენტი, იქნებ ის არის მართალი. გვაინტერესებს „სამართლიანი არჩევნებისგანაც“.

ანუ იმხელა მარაზმში არიან წასულები, რომ დღე-ნახევარი არ აქვეყნებინებენ ნინო დოლიძეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გამოაქვეყნებინეს ყალბი მონაცემები, სხვა იყო მაშინ ხელმძღვანელი ISFED-ის. ახლა საერთოდ უკრძალავენ, რომ მან დადოს მონაცემები, რადგან ეს მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკოს მონაცემებს. მერე რაღა უნდა თქვან გაყალბებაზე ხომ?

ასევე, ძალიან ზოგადად ვიდრე კითხვას დამისვამთ, გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს. შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. დიახ საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის „გამჭვირვალობის“ და სხვა კანონებზე.  არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. ეს აქამდე არ ყოფილა, “გამჭვირვალობის კანონზე” და სხვა კანონებზე მიდის საუბარი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. რა შუაშია ერთი მეორესთან – ეს ერთი და რაც შეეხება იმას, ვინმემ შეძლო თუ არა, რომ არაღიარების საკითხი დაესვა ამ ჩემი განცხადების შემდეგ თუ არ მოიფიქრეს ეს და დაიწყეს ამაზე საუბარი, არაღიარება არც ერთი მხრიდან არ წამოსულა. მათ შორის, დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა”, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ