leaderboard_below_slide
left_sabechdi

ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს

ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს, ქვეყანა კი ბოლო რამდენიმე წელია, ისეთ პროცესებშია, რომლის განვითარებასაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

„ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში აღმოვჩნდით, სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაშია ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და, როგორც ვთქვი, ჩვენ გავდივართ ამ პროცესს. ვნახოთ, როგორ დასრულდება ის, ამის წინასწარმეტყველებას ამ დროისთვის ვერავინ შეძლებს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე იხილეთ