ქალბატონმა დედაბერმა აქცია დააანონსა…
არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.
„ქართული ოცნება“ მობეზრდა ხალხს და ახალი სახეების დროა ქართულ პოლიტიკაშიო – არაერთხელ დაგვამადლეს ეროვნული ხელისუფლება კუბილიუსისა და ფოტიგას ხელისბიჭებმა და გოგოებმა და თუკი ვინმე მართლა ყელში ჰყავდა ქართველ ხალხს ამოსული, პოლიტიკურ სცენაზე შემოყარეს.
▪️
ყველამ, თუ ვინმე მიშას დაეკარგა, ქართულ პოლიტიკაში პოვა საკუთარი „კვადრატი“.
ოღონდ ერთია: რაღაც აკლიათ.
არა, ბევრი აკლიათ, მაგრამ ერთი რამ, მთავარი აკლიათ – ბელადის სახელი დავიწყებას მისცეს.
მადლი კი იქნება, ახლა ციხეში რომ გადაიყვანონ წითლიძისა და ბოკუჩავას ფავორიტი და გორში მიწის ცხვირითმთხრელი მთავარსარდალი.
დროა უკვე.
დაგვიანდა კიდეც.
თან, აქციებსაც იწყებენ და იქნებ ვინმეს აქციებზე მაინც გაახსენდეს ის უბედური და ტრანსპარანტზე მაინც მიაწერონ მისი სახელი – „ფრი მიშა“, „მიშა მაგარია!“ და მსგავსი სისულელეები…
დედაგიულიც გაახსენდება ქართველ საზოგადოებას…
აზრს ჰკითხავენ, ეთერს დაუთმობენ, თავს შეახსენებინებენ…
მერე, იქნებ, მისტერ ტიმურ ალასანიაც გაახსენდეთ.
ბოლო-ბოლო, გუბაზ ლევანიჩი „გეგმა ბ“-ს მოიფიქრებს გადატრიალებისა და რევოლუციის სახელით და სიმაღლის მიხედვით ჩადგებიან რიგში ტექნიკური მთავრობის სავარაუდო მინისტრები.
მერე, რაც მარგველაშვილმა ვერ შეძლო, იქნებ სალომემ შეძლოს და თუ ვინმეს რამეში სჭირდება, ერთი ამნისტიაც გამოაცხოს დორბლიანის სახელზე…
თუ არა და, დღეს ტაშს რომ უკრავდა, ის გვარამია ისევ „რეზიდენტ •••ქალას“ დაუძახებს და ისევ ერთსა და იმავე წრეზე გავაგრძელებთ ტრიალს.
▪️
არადა, ამ დღეების განმავლობაში გუბაზიც მომაკლდა თვალში და გიგიც.
ამ საარჩევნოდ, აღარ გადმოუკარკლავს თვალები უგულავას არცერთი ჟურნალისტისთვის და ვერ ვინელებ…
ბოკერიასთვისაც არავის უკითხავს აზრი – გოგორიშვილის დროს უფრო ყალბდებოდა არჩევნები, ლევან რამიშვილის სცენარი უფრო ჯობდა თუ რამე ახალი მეთოდი აქვს მოფიქრებული…
არადა, რაღაც ახალი გვინდა.
ადრენალინი უნდა საზოგადოებას.
მარტო ელისაშვილის მალაყები აღარ გვყოფნის.
ახლა ერთი ზურაბიშვილის მიერ ნათქვამი „ქადჟები მიდიან“ და გივია თარგამაძის მიერ ძლივს ამოლუღლუღებული „სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო“ თუ გამოაცოცხლებს დემოკრატიისთვის „დამაშვრალ“ ოპოზიციას.
აბა, ისე, ძალიან მდორედ მიერეკებიან.
აღარც გირჩი-ზურაბა იხდის შარვალს და აღარც სოფო ჯაფარიძე აცლის კბილებს მოხუცებს…
მარგველაშვილიც დუმს.
„დუმდა მარგველა და დუმდა ხალხი“…
თან, რა მუხტის მიმცემია…
იმედია, მივა აქციაზე და თავისებურად, ლოთიანად და ხოშიანად დაჰგვრის ჟრუანტელს ჯენზის…
▪️
ეეჰჰჰ…
ათეული წლებია, ერთსა და იმავე კინოს ვუყურებთ.
ქვეყნის ჩამოშლის მსურველები და მართლა რეზიდენტ-აგენტები არც ადრე აკლდა ჩვენს ქვეყანას და საუბედუროდ, არც მომავალში განვიცდით მათ ნაკლებობას.
აფსუს.
მაია ნადირაძე და თეა თუთბერიძე აკლიათ სიებში და სცენაზე.
არადა, „დააკვდებოდათ“!
▪️
ხვალ კუდიანმა აქცია დააანონსა.
შვიდ საათზე ერი და ბერი იკრიბება ჩელიაბინსკიდან ამოსული მზის ტრაექტორიის შესაცვლელად.
ერის მამები იკრიბებიან ახალი მალაყების გასაკეთებლად.
მთავარია, ალეკოს დოლი არ დაავიწყდეს.
▪️
„სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა“.