leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: რაკი ოთარა ძია უკვე თბილისშია და „სვისტოკიც“ უკვე პირში უდევს, აღარ ვნერვიულობ…

ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რას შვრება ოთარა ძია, ჩამოიდა ფრანციიდან? „სვისტოკები“ ჩამაიტანა? „ზნაჩიტ“, ამ საღამოს სტვენა, ღრენა, ლევა, წევა, მტვრევა და ტრაკზე კბენა იქნება!

***

ოთარა ძია, ვინიტუ ინჩუჩუნას რომ ჰგავს ჰაბიტუსით, სანამ თავის დას შეურიგდებოდა, სუ ამტკიცებდა, ადრე „კაგებეს“ აგენტი იყო, ახლა კიდე „ფეესბესიაო“, „დაჟე“ სეროჟა ლავროვით არი გატაცებულიო.

როცა ამისმა დამ „პღეზიდანად“ დაიწყო მუშაობა, ჩამოიდა, მიეკურკურა, მიუცუცქდა, შეურიგდა, რასაც ადრე ლაპარაკობდა, ვითომაც არა ყოფილა. „პღეზიდანმა“ მაგარი თანამდებობა ჩააბარა – მესტვირეთუხუცესობა. მოეწონა ოთარა ძიას მესტვირეთუხუცესობა, ჩაიდებს ხოლმე პირში და უსტვენს, რა ენაღვლება? ადრე ეგ საქმე ჰელენ გოგიევიჩს ებარა, იმასაც აეგრე ედო და უსტვენდა, მერე ჰელენ გოგიევიჩი გასუქდა, ჰაერი სხვა „დირკებიდანაც“ გეეპარა, თან „კამაზზე“ დაიწყო მუშაობა და „სვისტოკი“ ჩამოართვეს. ასე აღმოჩნდა ვაკანტური „მესტვირეთუხუცესის“ თანამდებობა.

***

აქამდე ცოტა ვნერვიულობდი… რაკი ოთარა ძია, რომელიც ძალიან ჰგავს ვინიტუ ინჩუჩუნას, უკვე თბილისშია და „სვისტოკიც“ უკვე პირში უდევს, აღარ ვნერვიულობ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

ავოიე!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ