ლევან მაჭავარიანი: სპეციალურად ქმნიდნენ პროვოკაციებს, ფაქტობრივად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩვენს ამომრჩევლებს, ამ „სპეცოპერაციას“ პირდაპირ ხელმძღვანელობდა ბატონი ხაბეიშვილი

“სპეციალურად ქმნიდნენ პროვოკაციებს, ფაქტობრივად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩვენს ამომრჩევლებს ამ „სპეცოპერაციას“ პირდაპირ ხელმძღვანელობდა ბატონი ხაბეიშვილი, მას გადაჰყავდა ისინი მანქანებით”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ‘ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
“რატომღაც აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ასეთ ცხელ წერტილში მაინცდამაინც გაჩნდებოდა ხოლმე ოპოზიციური მედიის ჟურნალისტი, რომ მეტი ქაოსი შემოეტანა საარჩევნო დღეს”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.