leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯაკობია: ორი-სამი დღე გაუცდება. გადავრჩით

გიორგი ჩაკვეტაძის გუშინდელმა ტრავმამ ქართველი გულშემატკივრები ძალიან ანერვიულა.
 
საბედნიეროდ, საშიში არაფერია. ჩაკვეს მენეჯერ ლაშა ჯაკობიასთან გვქონდა კონტაქტი და შევიტყვეთ:
 
“ექიმებმა ნახეს, სამედიცინო ფოტო გადაუღეს და დაბეჟილობაა. ტერფზე ჰქონდა ძლიერად დარტყმული. ორი-სამი დღე გაუცდება და ეგაა. გადავრჩით”.
 
შეგახსენებთ, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგია. ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ნახევარფინალური ფლეი-ოფი. ჩაკვეტაძე კი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
ასევე იხილეთ