leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: არჩევნებში იგებს ის, ვინც მეტი ხმა მიიღო. მე დავიცავ ჩემს ხმას!

„არჩევნები ჯერ „მოიგეს“, უტყუარია ხმების მიცემის ელვერსიაო, – ამბობდნენ. მერე წააგეს და არ ვცნობთ, გაყალბდა ელექტრონულადო. სად ბანაობენ?!“ – ასე ეხმაურება ოპოზიციის განცხადებებს „არჩევნების გაყალბებაზე“ მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი.

„საერთოდ არ მაინტერესებს, სად, რომელ ქალაქში თუ უბანში მიიღო ნაკლები ხმა „ქართულმა ოცნებამ“.

ეს არ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საპარლამენტო იყო ქვეყნის მასშტაბით და მოიგო იმან, ვინც ხალხის მეტი ნდობა, ანუ ხმა მიიღო.

ინებეთ:

„ქართული ოცნება“ -1 119 967 ხმა.

ყველა ოპოზიცია ერთად – 784 575 ხმა.

სხვაობა-335 392.

რაც შეეხება თბილისს:

აქ არის თავმოყრილი ყველა ოპოპარტიის და ნჯო-ების ოფისი, აგენტურა და ყველა გაყიდული.

რა უნდა გამიკვირდეს იმ ადამიანის/ების, ვისაც წინა დღის გახსნილ, თემქის ხევში 25 ჰექტარზე გაკეთებულ პარკში მიმდებარე ზედა ქუჩაზე გამსკდარი წყლის მაგისტრალიდან ჩამოსული წყალი გაუხარდა!

კახის ბრალია, თბილისში ნაკლები ხმა? გამგებლების?

ვიმეორებ – არ მიკვირს იმ ადამიანის/ების, ვინც დედაქალაქში სასიკეთო ცვლილებებს ვერ ხედავს!

პრობლემები…კი, არის და მალავს ვინმე?

ვერ/არ უცდი აღმოფხვრას? მოუგე არჩევნები,

მოდი და შენ გააკეთე! ქუჩა არა – ის ჩემიც არის!

არჩევნები ჯერ „მოიგეს“, უტყუარია ხმების მიცემის ელვერსიაო, – ამბობდნენ. მერე წააგეს და არ ვცნობთ, გაყალბდა ელექტრონულადო.

სად ბანაობენ?!

არჩევნებში იგებს ის, ვინც მეტი ხმა მიიღო.

მე დავიცავ ჩემს ხმას!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

ასევე იხილეთ