ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი არ გაემგზავრება პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე.
„რეალში“ შეიტყვეს, რომ ბრაზილიელი არ გახდება ჯილდოს მფლობელი, როგორც ამის შესახებ ადრე წერდა ბევრი გამოცემა. ამასთან დაკავშირებით, „რეალიდან“ ცერემონიას არავინ დაესწრება – არც ვინისიუსი, არც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და არც მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი.
ჭორების მიხედვით, „ოქროს ბურთს“ მიიღებს „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი როდრი, ხოლო ვინისიუსი გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა