ვიქტორ ორბანი: საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო. უსარგებლო ლექციების ნაცვლად მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში საქართველოში მის ვიზიტზე წერს.
„ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო. უსარგებლო ლექციების ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, – წერს ვიქტორ ორბანი.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.
Official visit to #Georgia after the elections. Georgia is a conservative, Christian and pro-Europe state. Instead of useless lecturing, they need our support on their European path. 🇭🇺🇬🇪 pic.twitter.com/xMVQu5aorI
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 28, 2024