leaderboard_below_slide
left_sabechdi

თოფურიამ ო’მალის უპასუხა: ჯერ მერაბი გელოდება და მაგაზე იდარდე

UFC 299-ზე შონ ო’მალიმ მარლონ ვერას წინააღმდეგ იჩხუბა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. ჩხუბი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ო’მალის უპირატესობით წარიმართა. ამერიკელმა ეკვადორელს უშანსოდ მოუგო.

ბრძოლის შემდეგ ო’მალიმ ილია თოფურიასთან ჩხუბი მოითხოვა და დანა უაითს ესპანეთში გასამგზავრებლად თვითმფრინავი სთხოვა:

“დანა, თვითმფრინავი მჭირდება ესპანეთამდე. ილია თოფურიასთან საჩხუბრად მოვდივარ, მე ილიასთან ჩხუბი მინდა. საინტერესო ჩხუბი იქნება”.

სუპემსუბუქი წონის ჩემპიონს შემდეგი სატიტულო ბრძოლა წესით მერაბ დვალიშვილთან ელის, რაზეც მერაბმაც ისაუბრა.

ო’მალის განცახდებას სოციალურ ქსელში ილია თოფურიაც გამოეხმაურა:

“შუგა, გილოცავ, დიდებული გამოსვლა იყო. შენთან ბრძოლას მერაბი ელოდება და ჯერ მაგაზე იდარდე”.

ამერიკელი ჩემპიონის რევანში, კარიერის ბრძოლა, შენარჩუნებული ქამარი და დომინაცია ოქტაგონზე მერაბისთვის საყურადღებო უნდა იყოს სატიტულო ბრძოლის წინ.

ასევე იხილეთ